ᲕᲘᲜ ᲥᲛᲜᲘᲡ ᲰᲔᲨᲑᲐᲜᲙᲡ?
დიდ ცვლილებებს ძლიერი ლიდერები სჭირდება. ჰეშბანკს მართავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებასა და ინოვაციურ ხედვას აერთიანებს. ნახე, ვინ დგას ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებების უკან.
ᲓᲘᲠᲔᲥᲢᲝᲠᲗᲐ ᲡᲐᲑᲭᲝ
ᲒᲝᲒᲐ ᲩᲐᲜᲐᲓᲘᲠᲘ
გენერალური დირექტორი
გოგას ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და საბანკო სექტორში 20-წლიანი მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. იგი „ჰეშბანკის“ მართვის პროცესში საწყისი ეტაპიდანაა ჩართული და სხვადასხვა დროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საოპერაციო დირექტორის პოზიციებს იკავებდა. მანამდე გოგა ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა „პაშა ბანკ საქართველოში“, „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენსა“ და „ფეი უნიქარდში“, კარიერა კი „ბანკ რესპუბლიკაში“ დაიწყო.
ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲒᲝᲒᲘᲨᲕᲘᲚᲘ
კომერციული დირექტორი
ირაკლის საფინანსო სექტორში 25-წლიანი მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა „ბანკ რესპუბლიკაში“, „ლიბერთი ბანკსა“ და „კრისტალში“, სადაც საცალო საბანკო საქმიანობასა და რეგიონულ ქსელს მართავდა. მას ასევე აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში, EBRD-სა და CARE-ში მუშაობის გამოცდილება. „ჰეშბანკში“ მოსვლამდე ირაკლი უზბეკური ფინანსური კომპანია Agat Credit-ის ბიზნესდირექტორი (CBO) იყო, სადაც კომპანიის ციფრულ ტრანსფორმაციას უძღვებოდა.
ᲘᲠᲐᲙᲚᲘ ᲩᲐᲮᲜᲐᲨᲕᲘᲚᲘ
ფინანსური დირექტორი
ირაკლის საბანკო სექტორში 25-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი კარიერა 1999 წელს VTB Bank Georgia-ში დაიწყო, სადაც ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. მისი საქმიანობა მოიცავდა სისტემურ აღრიცხვას, ფინანსურ მოდელირებასა და აქტივ-პასივების მართვას. 2008 წელს ირაკლი VTB Bank Georgia-ს ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა.
ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲥᲔᲨᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲘ
რისკების დირექტორი
გიორგი Universal Card Corporation-ისა და Payunicard-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს. მას აქვს 30-წლიანი მრავალმხრივი გამოცდილება საბანკო სფეროში, საგადახდო სისტემებსა და კომპანიების რესტრუქტურიზაციაში. ამასთან, გიორგი იყო Georgian Card-ისა და, მოგვიანებით, Georgian Card Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი. 2009-2013 წლებში იგი „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ᲡᲐᲛᲔᲗᲕᲐᲚᲧᲣᲠᲔᲝ ᲡᲐᲑᲭᲝ
ᲚᲐᲨᲐ ᲞᲐᲞᲐᲨᲕᲘᲚᲘ
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
ლაშა პაპაშვილი 1998-2004 წლებში სს „ბანკ რესპუბლიკის“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა. შემდგომ წლებში იგი იყო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მოგვიანებით კი - თავმჯდომარე. მისი საქმიანობა „ბანკ რესპუბლიკაში“ არაერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტს უკავშირდება. 2014 წლიდან ლაშა სრულად ჩაერთო კომპანია „რედიქსის“ განვითარებაში.
ᲜᲐᲜᲐ ᲥᲔᲑᲣᲠᲘᲐ
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
ნანას ფინანსური ტექნოლოგიების, გადახდებისა და ლოიალობის სფეროში 20-წლიანი მმართველობითი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი Universal Card Corporation-ისა და Payunicard-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციებს იკავებდა. ამასთან, ნანა ორგანიზაციული პოლიტიკებისა და პროცესების მართვის ექსპერტია. 2008-2014 წლებში კი სს Georgian Card-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
ᲗᲔᲝᲜᲐ ᲛᲐᲙᲐᲚᲐᲗᲘᲐ
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
თეონას აქვს 22-წლიანი მრავალმხრივი გამოცდილება ბიზნესის, აქტივების, ფინანსური და კორპორაციული მართვის, ასევე სტრატეგიული განვითარების მიმართულებით. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ (GSE) და სს „პროკრედიტ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას. GFA Consulting Group-ში, OECD-სა და მსოფლიო ბანკში საექსპერტო საქმიანობის პარალელურად, თეონა სხვადასხვა დროს კერძო სექტორში ფინანსური დირექტორისა და აუდიტორის პოზიციებს იკავებდა.
ᲛᲔᲠᲐᲑ ᲙᲐᲙᲣᲚᲘᲐ
დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტი
მერაბ კაკულია 1993-2005 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა. პარალელურად, 1997-2005 წლებში, იგი საერთაშორისო საანგარიშსწორებო სისტემა SWIFT-ის ეროვნული კოორდინატორი იყო. 2005 წლიდან მერაბი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. მისი სამეცნიერო პუბლიკაციები მაკროეკონომიკის, საბანკო სექტორის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებს ეხება.
ᲒᲝᲩᲐ ᲛᲐᲪᲐᲑᲔᲠᲘᲫᲔ
დამოუკიდებელი წევრი, აუდიტის კომიტეტი
გოჩა მაცაბერიძე 1988-1991 წლებში კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მისი საბანკო კარიერა კი სს „ბანკ რესპუბლიკას“ უკავშირდება, სადაც ის 1991-1992 წლებში აღმასრულებელი დირექტორი იყო, შემდგომ, 2004 წლამდე კი - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2018-2022 წლებში გოჩა სს VTB Bank Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.








